რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს
პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე, ის იყო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
დღეიდან, 1-ელი მარტიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. პრემიერის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.