იაგო ხვიჩია: მამუკა ხაზარაძე არის პოლიტიკური გოიმი, რომელსაც ხან თანაგუნდელები წეწავენ, ხან კოორდინატორები
მამუკა ხაზარაძე არის პოლიტიკური გოიმი, რომელსაც ხან თანაგუნდელები წეწავენ, ხან კოორდინატორები და თავიდან ბოლომდე აცდენილია პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. ეს გამოიხატება თუნდაც მის უგემოვნო, ბანალურ ხუმრობაში, მოსაწევი კი არა, საფერავი დალიეთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „გირჩს“ ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევის ნაცვლად, საფერავი დალიონ. გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, ვის რაში სჭირდებით“.
„ეს რომ სამეგობროში ვინმეს ეხუმრა, ხომ გავიცინებდით, ოღონდ ხუმრობის გამო სიცილი კი არ იქნებოდა, არამედ იმ ადამიანზე დაცინვა, ვინც ასეთი სულელური, ბანალური ხუმრობა მოიფიქრა. ჩემი აზრით, ხაზარაძე და „ლელო“ არაფერს ცდილობენ გააზრებულად, მათ მხოლოდ ემოციური ინსტინქტები აქვთ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ინტელექტი, მიხვდნენ რა პროცესში არიან და რა პროცესზე რა გავლენას ახდენენ. დავით უსუფაშვილს შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ მას არ უჯერებენ. ხაზარაძეს კი „ნაღდად“ არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.