საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა

საქსტატი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 2023 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.
2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა,
რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით
სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი
(4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%).
2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8
პროცენტი კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (42.4%),
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%).
2023 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3
პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები