უკანონო აბორტისთვის ექიმს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
უკანონო აბორტზე სასჯელი მკაცრდება. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოქმედი კანონის მიხედვით, უკანონო აბორტი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯება, რომლის ვადაც 100-დან 240 საათამდეა.
ცვლილებების მიხედვით, უკანონო აბორტისთვის პირველ ჯერზე ექიმს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განმეორებით შემთხვევაში კი 2-დან 5 წლამდე.