ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური – ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები