ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მცდელობისას 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზას ჩრდილოეთით ჭყლეტის შედეგად 110-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების კოლონა შევიდა.

ხალხს, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდა, სატვირთო მანქანების კოლონამ ალყა შემოარტყა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი პალესტინელის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ.

შექმნილ ქაოსში სატვირთო მანქანები წინსვლას ცდილობდნენ. თვითმხილველების თქმით, დაღუპულთა უმეტესობა მანქანებმა გაიტანა.

ღაზაში ისრაელის საგუშაგოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების 18-დან 30 სატვირთომდე შევიდა.

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტრო მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 112 ადამიანი 760 დაშავდა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ავი ჰაიმანმა ინციდენტს „ტრაგედია“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ადამიანების დაღუპვის მიზეზი მანქანების მძღოლები გახდნენ, რომლებიც, რაღაც მომენტში, პანიკაში ჩავარდნენ და ადამიანებს ფაქტობრივად გადაუარეს.

მომხდარი გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაგმო და თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საკვებს სასწრაფოდ საჭიროებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ მომხდარი სამშვიდობო ძალისხმევას გაართულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები