მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია ჩვენ შევეცადოთ, ერთმანეთისგან განვასხვავოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა – საზოგადოებისთვის მიუღებელი

ეს გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხი სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს.

„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც გვექნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მით უმეტეს, როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები