ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურაზე 1-წლიანი ხდება
ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურაზე – 1 წლამდე მცირდება.
როგორც განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.
ბრძანების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურის პროგრამა – არანაკლებ 60-ს.
მინისტრ გიორგი ამილახვრის ახალი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.