ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები