სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რომლის მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ში პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კომპლექსური ვითარების მიზეზი პატრიარქის სისუსტეა.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები.

ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე – როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ.

ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები