“ფსიქიკურად ვერ იყო ნარკოტიკების გამო” – 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა

“ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი”,- ამის შესახებ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ოთო ცინდელიანის მამა, თემურ ცინდელიანი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას აცხადებს.

მკვლელობაში ბრალდებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ბარსელონაში მკურნალობდა.

“იქით იყო ბარსელონაში, მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა მაგის გამო, თორემ გამკეთებელი იყო აბა მაგის? დიახ, ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში”, – ამბობს თემურ ცინდელიანი.

ცნობისთვის, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი მოკლული გუშინ დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გოგონას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები