“კინჟალი”, “ცირკონი”, “ავანგარდი”, “პერესვეტი”, “პოსეიდონი, “ბურევესტნიკი” – პუტინმა არმიისთვის გადაცემული უახლესი სისტემების შესახებ ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არმიას იარაღის უახლესი სისტემები გადაეცა, რომელთა ნაწილიც უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე გამოცდილია.
ამის შესახებ მან ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში თქვა.
მისი თქმით, “სპეციალური ოპერაციის ზონაში” მაღალი ეფექტურობით გამოიყენება ჰიპერბგერითი კომპლექსი “კინჟალი”; ასევე, ბრძოლაშია გამოცდილი საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი კომპლექსი “ცირკონი”.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, არმიისთვის გადაცემულია კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბლოკები “ავანგარდი” და ლაზერები “პერესვეტი”.
პუტინის თქმით, სრულდება შეუზღუდავი მოქმედების ფრთოსანი რაკეტის „ბურვესტნიკის“ და წყალქვეშა დრონის „პოსეიდონის“ გამოცდა.
“ამ სისტემებმა დაადასტურეს მათი მაღალი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უნიკალური მახასიათებლები“, – განაცხადა პუტინმა.