მედია: ტრამპი მარ-ა-ლაგოში ორბანის მისაღებად ემზადება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი – დონალდ ტრამპი მომდევნო კვირას ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სახლში უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის მასპინძლობისთვის ემზადება.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.

ვაშინგტონში უნგრეთის საელჩოში, ასევე, ტრამპის საარჩევნო შტაბსა და სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე, სავარაუდო შეხვედრის შესახებ The New York Times-იც წერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები