ბაიდენი და ტრამპი მექსიკის საზღვართან ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს მექსიკის საზღვართან ჩავლენ, სადაც “პოლიტიკურ დუელში” ჩაერთვებიან.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, საზღვართან მისვლა ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას, დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ის მიგრაციის პოლიტიკას სერიოზულად ეკიდება, ხოლო ტრამპისთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ყურადღების ცენტრში მოაქციოს ის საკითხი, რომელიც მისი მთავარი აქცენტია პოლიტიკურ კარიერაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილს ეწვევა, ხოლო ტრამპი – ქალაქ იგლ ფასს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები