აშშ-ს კონგრესმა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. ოთხფურცლიან დოკუმენტში დეკლარირებულია „უკრაინის ხალხის უფლება – სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევის, დაშინების და იძულების გარეშე თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ჩათვლით“, – წერს „იტარ-ტასი“.
რეზოლუცია აშშ-ს ადმინისტრაციის და ამერიკელი მოკავშირეების მიმართ მთელ რიგ მიმართვებს შეიცავს. მათ შორისაა, მიმართვა „უკრაინისთვის დაუყონებლივი საჭირო დახმარების გაწევის“ შესახებ, სამხედრო აღჭურვილობის და „საჭირო ინფორმაციის“ მიწოდების თაობაზე.
გარდა ამისა დოკუმენტით, უკრაინას მალაიზიური ბოინგის დამსხვრევის გამომწვევი მიზეზების გამოძიების საქმეში გაეწევა დახმარება.
მსგავსი დოკუმენტი აშშ-ს კონგრესის სენატშიცაა მომზადებული. მას დღეს, პეტრე პოროშენკოს ვაშინგტონში გამოსვლის შემდეგ განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები