“გვესმის კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული რისკები” – უცხოური მედიის წარმომადგენლები ისრაელს მიმართავს, რომ ღაზაში მათი შეშვება მოხდეს
საერთაშორისო მედიის 55 წარმომადგენელი ისრაელს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ითხოვს, ღაზას სექტორში მათი თავისუფალი და დაუბრკოლებელი შეშვება მოხდეს.
ხელმომწერ ჟურნალისტებს შორის არიან Sky News-ის, ITV-ის, Channel 4-ის, ABC-ის, CBS-ის, NBC-ის, BBC-ს, CNN-ის კორესპონდენტები და წამყვანები.
„ღაზაში ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი თვის თავზე, უცხოელ რეპორტიორებს კვლავ ეკრძალებათ ტერიტორიაზე შესვლა, ისრაელელი სამხედროების თანხლებით იშვიათი შემთხვევების გარდა.
ჩვენ მოვუწოდებთ, ისრაელისა და ეგვიპტის მთავრობებს, დაუშვან ღაზაში თავისუფალი და შეუფერხებელი შესვლა ყველა უცხოური მედიისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, ღიად მისცეს საერთაშორისო ჟურნალისტებს ღაზაში მუშაობის უფლება, ხოლო ეგვიპტის ხელისუფლებას – დაუშვას ჟურნალისტები რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან.
ღაზაში განვითარებული მოვლენები მთელს მსოფლიოში დიდ ინტერესს იწვევს და ჯერჯერობით ცნობები მხოლოდ იქ მყოფი ჟურნალისტებისგან მოდის.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა. ადგილიდან კონფლიქტის ყოვლისმომცველი გაშუქების აუცილებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გვაქვს მსოფლიოს საომარ ზონებში მუშაობის ათწლეულების გამოცდილებით, ასევე, ღაზაში წინა ომების დროს და ჩვენს ორგანიზაციებს ესმით კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული რისკები”, – ნათქვამია წერილში.