”ყველაფერი შესანიშნავად არის” – ბაიდენმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გაიარა

FILE - In this Nov. 10, 2020, file photo President-elect Joe Biden smiles as he speaks at The Queen theater in Wilmington, Del. President-elect Biden turns 78 on Friday, Nov. 20. (AP Photo/Carolyn Kaster, File)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გაიარა.

81 წლის ბაიდენმა გამოკვლევა მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.

”ყველაფერი შესანიშნავად არის”, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ბოლო ანალიზების შედეგები შარშანდელისგან არ განსხვავდება.

თეთრი სახლის ექიმმა, კევინ ო’კონორმა თქვა, რომ ბაიდენი “სრულად ასრულებს თავის მოვალეობას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე”, ის არის ჯანმრთელი, ენერგიული და “კვირაში, სულ მცირე, 5 დღის განმავლობაში სპორტით არის დაკავებული”.

მისივე თქმით, პრეზიდენტი აგრძელებს არითმიის მკურნალობას და სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს იღებს, ასევე, მკურნალობს გასტროეზოფაგურ რეფლექსიას და ჰიპერლიპიდემიას.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეტალურმა ნევროლოგიურმა გამოკვლევამ პარკინსონის დაავადების ნიშნები არ გამოავლინა.

ბაიდენმა, ასევე, კანის კიბოს გეგმიური შემოწმებას გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები