„კავკასიის შვილები“ – ავსტრიელი მწერლის, ბარონ არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება
3 მარტს 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ავსტრიელი მწერლის, ბარონ არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის ქართული თარგმანის – „კავკასიის შვილები“ – წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გერმანულიდან თარგმნა ფილოსოფიის დოქტორმა, გერმანისტმა თამაზ გვენეტაძემ.
წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს.
არტურ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში.
„კავკასიის შვილების“ ორიგინალი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად.
თამაზ გვენეტაძე აუდიტორიას გააცნობს არტურ ზუტნერის უცნობ რომანს და მოთხრობებსაც, რომლებიც მან ამ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა. ის ასევე წარადგენს გერმანიაში გამოცემულ წიგნებს: „Chronik einer Freundschaft“ და „Hermann Wedekind erzählt sein Leben“.
თარგმანი გამოსცა „არტანუჯმა“.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. 7.