ალუდა ღუდუშაური: ე.წ. არასამთავრობოებმა ვერ შეძლეს კონკრეტული პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

“სრულად ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და ფუნქცია მართლაც განუზომლად დიდია დემოკრატიული კუთხით და დემოკრატიის მშენებლობაში, მაგრამ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ეს არ ეხება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. არასამთავრობოებმა ვერ შეძლეს კონკრეტული პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.

„ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელთან არ უნდა იყოს სადავო ის, რომ მაგალითად ორგანიზაციამ, რომელმაც 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა მართლაც უკადრებელი რამ და ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ამას შემდეგ პრაქტიკულად აღიარება მოჰყვა და რომლის შედეგადაც ქვეყანა ლამის ამოაყირავეს და აჯანჯღარეს ამდენი ხნის განმავლობაში, აზიანებდნენ საქართველოს. ამათი მხრიდან გაკეთებული რაიმე მოწოდება დღეს, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია. ყველა, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციად ვერ იწოდება მარტივი მიზეზით, რომ მათ ვერ შეძლეს პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯვნა. ვერ შეძლეს კონკრეტული პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები