“უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ჯარების გამოჩენა პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს” – კრემლი

უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ჯარების გამოჩენა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ კონფლიქტს და ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამ ქვეყნებმაც უნდა შეაფასონ ეს და იცოდნენ; ასევე, ჰკითხონ საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა ეს მათ ინტერესებს, ისევე – როგორც მათი ქვეყნების მოქალაქეთა ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა  ახალი ელემენტია.

„ზოგადად, უკრაინაში ნატოს გარკვეული კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ელემენტია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის ყველა დანარჩენი ელემენტი გაჟღერებულა და გათვალისწინებული გვაქვს”, – თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერმა თქვა, რომ „რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით“ მაკრონის პოზიცია მოსკოვისთვის კარგად არის ცნობილი.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თემა მართლაც იყო განხილული, ასევე აღვნიშნეთ, რომ ამ საკითხზე აზრთა საკმაოდ მდიდარი სპექტრია, კონსენსუსი ნამდვილად არ არსებობს. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების უმეტესობა აცნობიერებს ასეთი ქმედების პოტენციურ  და კონფლიქტში ჩათრევის უშუალო საფრთხეს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები