,,ორი ამბავი” – ბაჩანა ხალვაშის პერსონალური გამოფენა გაიმართება
28 თებერვალს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენას – „ორი ამბავი” უმასპინძლებს. ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიონეტები სპექტაკლებიდან: „მოლიერის „მიზანთროპი”, „ბიბლიის „მეფეთა ცხოვრება”.
აღნიშნული სპექტაკლები, მისი ხელმძღვანელობით, 1984-1992 წლებში იდგმებოდა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მარიონეტების ექსპერიმენტულ თეატრში.
საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზი დაეთმობა აბსტრაქტულ კალიგრაფიული კომპოზიციებს;
„ყველაზე ლამაზი ხაზი ისაა, რომელიც არაფერს არ გამოსახავს … თუ არ გამოხატავს … ან თითქოს არ გამოსახავს, მაგრამ იხელთებს უმთავრესს… თვითონ ხდება რაღაც ახალი ენა”.
გრაფიკოსი, კალიგრაფიისა და თოჯინების ოსტატია: ბაჩანა ხალვაში; დიზაინერი – ლუკა გოცირიძე.
გამოფენის კურატორები არიან: თამთა ახალკაცი, თიკო საჩალელი, ლალუ ხოსიტაშვილი.
თოჯინების ფოტოების სერიის ავტორია ჯუდა-ხატია ფსუტური.