გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ხელმძღვანელობით, სააგენტოს სპეციალისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს სპეციალისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებმა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით და ასევე, ქვეყნის გეოლოგიური, მორფოლოგიური, ტექტონიკური და სეისმური პირობების გათვალისწინებით არსებობს.

აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ქვეყანაში გახშირებული სტიქიური პროცესების პრევენციასა და მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, მათ შორის, მსოფლიოში დღეისათვის აპრობირებული თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები