დავით ქართველიშვილი: “ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ, მაგალითად – ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტია საზოგადოებას კიდევ რაიმე სახის უცნაურ აქტივობას შესთავაზებს.
“რომელიმე რეგიონში “ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. აი მაგალითად ასეთის: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს, და ასე გრძელდება ერთი ასი მეტრის მანძილზე – ხაზარაძე თხრის, უსუფაშვილი ავსებს. ბოლოს ვიღაც გაკვირვებულმა იკითხა – რასაჲ შვრებითო. ხაზარაძემაც აუხსნა: ჩვენო სამნი უნდა ვყოფილიყავითო – ჩემს მერე, მეორეს ნერგები უნდა დაერგო, უსუფას კი მიწა მიეყარა, მაგრამ გეგელია ავად გახდა და ვეღარ წამოვიდაო…”, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები