უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო

უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

გარდა ამისა, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურიც, მიკოლა ოლეშჩუკი.

„A-50-მა, ზედმეტი სახელით „ბაიანი“ საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს „სამშობლოს დამცველის დღეს“! სახლში უნდა იზეიმოთ! მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო! მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!“, – წერს ოლეშჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები