100 ქართველი პოეტი უკრაინას – ,,ჩემო უკრაინა” – ბათუმში ქართულ-უკრაინული კრებულის წარდგენა გაიმართება

24 თებერვალს, 12:00 საათზე, უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავზე,  ბათუმში ქართულ – უკრაინული კრებულის – ,,100 ქართველი პოეტი უკრაინას – „ჩემო უკრაინა” წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენას დაესწრებიან კრებულის ავტორები ბათუმიდან, თბილისიდან,  უკრაინის დიასპორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: კრებულში განთავსებულია 100 ქართველი პოეტის ის ლექსები, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებსა და თვეებში დაიწერა და გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. ეს კრებული მეორე წიგნია, პირველი კრებული დაიბეჭდა 2022 წლის სექტემბერში და მასში 131 ავტორის პოეტური და პროზაული ნაწარმოები შევიდა. კრებულებში ასევე განთავსდა, ამავე თემაზე შექმნილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ილუსტრაციები.
რედაქტორები არიან: თამარ შაიშმელაშვილი , რაულ ჩილაჩავა, ანატოლი ტკაჩენკო.
ორივე კრებულის გამოცემის მხარდამჭერია მამუკა ხაზარაძე; იდეის ავტორი გულიკო ზუმბაძე.
ორენოვანი კრებულის პირველი წარდგენა, თბილისში, 9 დეკემბერს გაიმართა და მას უკრაინის საელჩოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მის: ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. №6. ,,თავისუფალი სივრცე”.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები