ნათია თურნავა: ბანკებს მიეცათ მითითება, მოთხოვნისთანავე, პენსიონერები ძველ გრაფიკზე დააბრუნონ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი – ნათია თურნავა აცხადებს, რომ, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება.

როგორც თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა აღნიშნულის განსახორციელებლად მომხმარებლებისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინმსწრების დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში წინმსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული.

„მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, მოითხოვონ ე.წ. საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. მითითებული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიმართონ შესაბამის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები