კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი გუსინი დაიღუპა
დღეს 42 წლის ასაკში კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი ანდრეი გუსინი დაიღუპა. უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გუსინი მოტოციკლეტით ავტოდრომ „ჩაიკაზე“ მოძრაობდა, როდესაც გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
გუსინი „დინამოს“ შემადგენლობაში უკრაინის 7- გზის ჩემპიონი იყო. 4-ჯერ გუსინი უკრაინის თასის მფლობელი გახდა, კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაწილეობდა. 10 წლის მანძილზე ანდრეი გუსინი უკრაინის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო. მან წარმატებული თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს ჩაატარა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ანდრეი გუსინმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა