თანხის კონვერტაციის საუკეთესო პირობები MBC-ში

ვალუტის კურსი მუდმივად ცვალებადია. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ვალუტის მიწოდება ჭარბობს, ხან – მოთხოვნა. სწორედ, ეს დისბალანსი იწვევს მის ცვალებადობას.

ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნა იკლებს.
ვალუტის კურსის ცვლილებას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს:
● ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა;
● ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე;
● იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი;
● კონკრეტული ვალუტის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი და მოლოდინები;
● სახელმწიფო ვალის მოცულობა;
● ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.
თუ ხშირად გიწევს ვალუტის გადაცვლა ან ფულადი გზავნილების მიღება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შენთვის მომგებიანი ვალუტის კურსით ისარგებლო. ამის შესაძლებლობას გაძლევს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC.
ემბისიში შეძლებ იყიდო ან გაყიდო სასურველი ვალუტა როგორც ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, ისე კომპანიის სერვის ცენტრებში, სადაც კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება გელოდება.
ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ დისტანციური იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევს. ონლაინ კაბინეტიდან შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდება.

რა უპირატესობა აქვს ემბისიში ვალუტის გადაცვლას

MBC-ში ყოველთვის უკეთესი ვალუტის კურსია. მომხმარებლებისთვის ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობა ძალიან დიდი კომფორტია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება ხელმისაწვდომი არის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და ამასთან, ვალუტის გადაცვლა ხდება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
ემბისი წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში და გთავაზობს სწრაფ მომსახურებას და მაქსიმალურ კომფორტს.

როგორ ხდება ვალუტის კურსის დადგენა

თუ თვალს გადაავლებ ვალუტის გაცვლით კურსებს, აღმოაჩენ, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ ვალუტის კურსს გთავაზობს.
სავალუტო კურსს თითოეული ქვეყნის ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს და სავალუტო პოლიტიკას სხვადასხვა მექანიზმებით ახორციელებს.
გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება იყოს ფიქსირებული, მცურავი, ან შერეული. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი: ვალუტაზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი ღირებულება იზრდება, თუ მოთხოვნა დაბალია – მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრაზე. თუმცა, ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხოური ვალუტის შენახული რეზერვების გაყიდვით, საჭიროების შემთხვევაში, გაამყაროს ეროვნული ვალუტა.
ლარის ოფიციალური ვალუტის კურსი იანგარიშება სავალუტო ბაზარზე ბანკებს შორის დადებული გარიგებების მიხედვით და ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები