24-25 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ ჩატარდება
სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.
ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი.
„მესტია „მასპინძლობს „გემო ფესტს“ რომელიც გასტრონომიული ფესტივალია ტურიზმის წახალისების მიზნით. როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო მოგზაურებმა უკვე შეიყვარეს „გემო ფესტი“, რომელიც უკვე ტრადიციულია და მეოთხედ იმართება. „გემო ფესტი“ სხვადასხვა რეგიონში ტარდება და გულისხმობს როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ასევე ტურიზმის განვითარებას. ფესტივალზე ველოდებით ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს. „გემო ფესტზე“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მედია, რომელიც საქართველოს როგორც გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ დაწერს,“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.