ირაკლი ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა ძალიან პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს

ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ასეთ მაღალ დონეზე სხდომა არ ჩატარებულა.

„ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითი დინამიკა არსებობს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია.

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, როგორც პრესკონფერენციაზე, ასევე შეხვედრის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც სხვადასხვა კონკრეტულ პროგრამაში გამოიხატება. ბევრი ინსტრუმენტია, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული მხარდაჭერის, რომლებსაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვიყენებთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები