ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 65 რუსი ოკუპანტი – უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული პოლიგონი დაბომბეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე, რუსი ოკუპანტების პოლიგონი დაბომბეს.
BBC-ის ცნობით, HIMARS-დან განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 65 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული.
მტერმა საწვრთნელ მოედანს დაარტყა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 65 რუსი ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, იტყობინება BBC რუსული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დარტყმა იმ დროს მოხდა, როდესაც 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები მწკრივში იდგნენ და 29-ე არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევს ელოდნენ.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ