კონსტანტინე ზარნაძე – ოპოზიციას: მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ

„როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებით დარბაზში სიტყვა „უპრეცედენტო“ გაჟღერდა, არაერთი თქვენგანის სახეზე ღიმილი შევამჩნიე. საინტერესოა, რა არის აქ სასაცილო. დიახ, ჩვენი მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ ბევრი საქმე გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. ამის თქმის საფუძველს კონკრეტული საქმეები იძლევა, რასაც კარგად ხედავს მოსახლეობა”, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ ოპოზიციას.

მისივე თქმით, მოსახლეობა ოპოზიციას პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.

რაც შეეხება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, მას სპეციალური წესები არეგულირებს და თუ თქვენ შეძლებთ და ყველა წესსა და პირობას დააკმაყოფილებინებთ რომელიმე კორპუსს, პირობას გაძლევთ, რომ არცერთი კორპუსის ჩანაცვლება არ დაყოვნდება.

დღევანდელი თქვენი გამოსვლა ცინიზმით იყო სავსე, რაზე მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ“, – განაცხადა ზარნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები