პოლონეთის საზღვართან ფერმერების აქციის საპასუხოდ, უკრაინელი გადამზიდავების კონტრაქცია დაიწყო
უკრაინელმა გადამზიდავებმა რავა-რუსკა-გრებენის, კრაკოვეც-კორჩოვას და შეგინი-მედიკას საგუშაგოებთან, პოლონელი ფერმერების აქციის საპასუხოდ, მშვიდობიანი კონტრაქცია დაიწყეს.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მძღოლებმა თავიანთ სატვირთო მანქანებზე განათავსეს პლაკატები უკრაინულ და ინგლისურ ენებზე წარწერებით – „მოხსენით ბლოკადა – დააბრუნეთ უკრაინელი მძღოლები სახლში“, “შეაჩერეთ ბლოკადა საზღვრებზე”, “დაკარგავს უკრაინა – დაკარგავს პოლონეთიც”, “უკრაინის ბლოკადა – ევროპული ღირებულებების ღალატია” და სხვა.
როგორც ლვოვის რეგიონში უკრაინის სატრანსპორტო კავშირის თავმჯდომარე, ოლეგ დუბიკი ამბობს, “ის, რასაც პოლონელები აკეთებენ, უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. დღეს ჩვენ აქ არიან “საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაცია”, არასამთავრობო ორგანიზაცია “უკრაინის სატრანსპორტო კავშირი”, არასამთავრობო ორგანიზაცია “უკრაინის საერთაშორისო საგზაო გადამზიდველები”. ჩვენი აქციის მიზანია – შევაჩეროთ პოლონური მანქანები, რომ ისინი აქ ისეთივე საცობში ჩადგნენ, როგორც ჩვენები დგანან პოლონეთის მხარეს”.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლონურ სატვირთო მანქანებს ისეთივე დაგვიანებით შეუშვებენ, როგორც პოლონელები უკრაინულ სატვირთო მანქანებს.
სამივე საგუშაგოსთან მშვიდობიანი აქცია 15 მარტამდე გაგრძელდება.