არჩილ თალაკვაძე: ზურაბიშვილმა იცის, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ, საზოგადოებრივი აზრის დამუშავება მიმდინარეობს, რომ შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს

“სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ, მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რომ შესაძლო შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, პრეზიდენტი საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკას მიიღებს.

„საზოგადოებას აჩვევენ და საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი და მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა ამისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მით უმეტეს, იმ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღვის, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. ის საზოგადოების უდიდესი ნაწილისაგან დიდ კრიტიკას მიიღებს და ძალიან დიდი მიუღებლობა იქნება ამ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები