„დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში აგზავნიან და სიკვდილით სჯიან“ – მაკრონი ნავალნის გარდაცვალებაზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს აგზავნიან გულაგში და სჯიან სიკვდილით. გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ. პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებასა და გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, ახლობლებთან და რუს ხალხთანაა“, – წერს მაკრონი X-ზე.
ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.
In today's Russia, free spirits are sent to the Gulag and condemned to death. Anger and indignation.
I pay tribute to the memory of Alexeï Navalny, his dedication, his courage. My thoughts go out to his family, loved ones, and to the Russian people.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) February 16, 2024