ტელეგრამი: “შეაჩერეთ ავდიივკას უაზრო ხორცსაკეპი” – ზალუჟნიმ ერმაკთან დაკავშირება სცადა
უკრაინაში ავდიივკისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, როდესაც ტერიტორიას რუსული ჯარები დაიკავებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სცენარი თეთრ სახლში არ გამორიცხეს.
ამასთანავე, როგორც ცნობილი ხდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები მტრის წინააღმდეგ გამალებულ ბრძოლას აგრძელებენ.
ამავე დროს, ტელეგრამის არხში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ 13 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირება სცადა.
წყაროს ინფორმაციით, ზალუჟნის სურდა – ეთქვა, რომ შეეჩერებინათ “ავდიივკას უაზრო ხორცსაკეპი და ქალაქიდან სამხედროები გამოეყვანათ, სანამ ისინი სრულად რუსების ალყაში არ აღმოჩნდნენ”.
თუმცა, ერმაკმა ზალუჟნისთან საუბარზე უარი თქვა, ასევე, მიანიშნეს, რომ შეიარაღებულ ძალებს უკვე ახალი მთავარსარდალი ჰყავს, რომელიც დასახულ ამოცანებს ასრულებს.