თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა მეტეხის ხიდზე არსებულ ჯებირს დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა.

მანქანაში მსხდომთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ფოტო: „ფორმულა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები