ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ 70-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 70-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის იარაღის საწყობებსა და რაკეტების გამშვებ სისტემებს, – ამის შესახებ IDF-ის პრესსპიკერის ოფისი იუწყება.
IDF-ში ორშაბათს განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაახლოებით 30 სამხედრო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს.
„გარკვეული დროის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაასრულა მასშტაბური დარტყმების სერია სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ. სხვადასხვა ადგილას თავდასხმა განხორციელდა „ჰეზბოლას“ 70-ზე მეტ იარაღის საწყობზე, გამშვებ მოედნებსა და რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ლიბანის პროირანულმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ სრული სოლიდარობა გამოუცხადა ირანს – მის მთავრობასა და ხალხს – და შემდგომში ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმების სერია დაიწყო. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს შეუტიეს.