მაკრონმა 2036 წლისთვის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავის შექმნის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახალი მაღალტექნოლოგიური, მრავალფუნქციური, თანამედროვე ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი, „უძლეველი“ 2036 წელს გაეშვება.

„დღეს მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ მომავალი წყალქვეშა ნავი საფრანგეთის დროშით იფრიალებს, მას „უძლეველი“ ეწოდა და 2036 წელს გაეშვება“, – თქვა მან ქვეყნის ახალი ბირთვული დოქტრინის წარდგენისას.

მისი თქმით, ახალი წყალქვეშა ნავი „შეუდარებელი იქნება მაღალი ტექნოლოგიების, ეფექტურობისა და ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ნებისმიერ ადგილას დარტყმის უნარის თვალსაზრისით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები