ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ირანზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში რადიაციული ვითარების ცვლილებები არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბუშერის ატომური ელექტროსადგური ჩვეულებრივად მუშაობს.
მან აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული დოსიეს გრძელვადიანი გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი და ატომური ენერგიის სააგენტო მზად იქნება, თავისი როლი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეასრულოს.
ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მან ირანის გარშემო კონფლიქტის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიზნების შესაბამისად, როგორც ეს მის წესდებაშია გათვალისწინებული, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”,- აღნიშნა გროსიმ.