რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში სოფელი ველიკი ბურლუკი დაბომბეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პოლიცია Telegram-ზე იუწყება.
მათივე ცნობით, ხალხის ნანგრევებში ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
„წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ პერსონალურ მონაცემებს პოლიცია ადგენს. დაშავდა ოთხი ადამიანი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი შენობა, რომელშიც 16 ბინიდან 8 დაინგრა. ამასთან, არსებობს ცნობები, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ოთხი ადამიანი იყოს.