ინდოეთში პოლიციამ ფერმერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, არიან დაშავებულებიც
ინდოეთის პოლიციამ ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დელისთან საპროტესტო აქციას მართავენ, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე, ასევე, ძალოვანიც დაშავდა.
დედაქალაქის შესასვლელები შემოსაზღვრულია მავთულხლართებით, ცემენტის ბლოკებით და ბარიერებით. გზაზე, სადაც ფერმერები გადაადგილდებიან, უსაფრთხოების ძალების ათასობით თანამშრომელია განთავსებული.
ფერმერები მოსავალზე მინიმალური ფასის დაწესებას ითხოვენ. ისინი მთავრობას ორი წლის წინ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.