თურქეთში, ოქროს მაღაროში მეწყერის ჩამოწოლის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ოქროს მაღაროში მეწყერის ჩამოწოლის გამო 4 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ AP იტყობინება.
საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მაღალი თანამდებობის პირები დააკავა, მათ შორის არის მაღაროს მენეჯერიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაის თქმით, მეწყერი მაღაროდან მოპოვებულმა ნიადაგმა გამოიწვია.
მისი თქმით, ხუთი დაკარგული მუშა, სავარაუდოდ, ლითონის კონტეინერთან ახლოს ან შიგნით იმყოფებოდა; კიდევ სამი მუშა მანქანასთან ან მასში, კიდევ ერთი – სატვირთოში.
მეწყერი ქალაქ ილიჩში Copler-ის შახტში მოხდა.
ამ დროისთვის, სულ მცირე, 10 მაღაროელია დაკარგული.
სამაშველო ოპერაციაში 800-ზე მეტი მაშველი, პოლიციელი და სამხედრო, ასევე, მოხალისეებია ჩართული