კრემლში უარყოფენ, რომ აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის “გაყინვა” შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს

კრემლი Reuters-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონს უკრაინის კონფლიქტის “გაყინვის” წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არა, ეს სიმართლე არ არის”,- თქვა მან ჟურნალისტების შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ.

Reuters-ის წყაროების თქმით, აშშ-სთვის პუტინის შესაბამისი წინადადების გადაცემა 2023 წელს მოხდა.

მათივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა იანვარში თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს დაურეკა ინიციატივის განსახილველად, მაგრამ მან უკრაინის გარეშე მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

რუსეთში Reuters-ის წყარო ამბობს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის პოზიციის გამო იმედგაცრუებული იყო და შემდგომ მსგავს კონტაქტებში აზრს ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები