თურქმენეთში სკოლის მოსწავლეებს ქალიშვილობაზე ამოწმებენ

თურქმენეთის დასავლეთით, ქალაქ ბალკანაბადსა და თურქმენბაშიში 9-11 კლასის მოსწავლეებს ქალიშვილობის ტესტის გავლას აიძულებენ, რომ ამ გზით მათი “ზნეობრივი სისუფთავე” შეფასდეს და თავიდან იყოს აცილებული ორსულობა თინეიჯერულ ასაკში.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” თურქმენეთის ბიურო წერს.

გოგონებს გინეკოლოგიურ გამოკვლევას აიძულებენ, ამავე დროს, მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან ნებართვას არავინ იღებს.

განათლების სფეროს თანამშრომელი, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობს, ამბობს, რომ იმ გოგონების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც “ზნეობის გამოცდას” ვერ აბარებენ პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურს აწვდიან.

გარდა ამისა, პოლიცია ხშირად ამოწმებს სიაში მყოფი გოგონების მობილურ ტელეფონებს, რომ ამ გზით მათი სავარაუდო სექსუალური პარტნიორების შესახებ ინფორმაცია მიიღონ და პასუხისგებაში მისცენ ის პირები, რომლებმაც სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანებთან დაამყარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები