რატი იონათამიშვილი: 9 ნაბიჯზე მუშაობა არის თითოეული პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ოპოზიცია ცდილობს, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს

სინამდვილეში, 9 ნაბიჯზე მუშაობა არის თითოეული პოლიტიკური პარტიის ვალდებულება. ოპოზიცია ცდილობს, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინ როგორ ჩაერთვება 9 პუნქტის შესრულებაში, ამის მიხედვით,
საზოგადოება თითოეულ მათგანს პროპორციულად გამოუტანს ვერდიქტს მომდევნო არჩევნებზე.

“სინამდვილეში, 9 ნაბიჯზე მუშაობა არის თითოეული პოლიტიკური პარტიის ვალდებულება. ოპოზიცია ცდილობს, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომ გაურბიან პასუხისმგებლობას და მხოლოდ სპეკულაციებისთვის სჭირდებათ ამ პროცესში ჩართულობა, ან თავიდანვე ბოიკოტს უცხადებენ არა ამ პროცესს, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მათთვისვე უკეთესი, რომ ჩაერთონ, ვინაიდან ეს სინამდვილეში ოპოზიციის პასუხისმგებლობის ნაწილიცაა, რომელზეც ვალდებულნი არიან, რომ აიღონ და არა რაიმე კეთილი ნება, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ დღეს. საბოლოო ჯამში, ვინ როგორ ჩაერთვება, ამის მიხედვით, ჩვენი საზოგადოება თითოეულ მათგანს პროპორციულად გამოუტანს ვერდიქტს მომდევნო არჩევნებზე“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები