ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი​, ლოიდ ოსტინი შარდის ბუშტის პრობლემების გამო ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში მოათავსეს.

ამის შესახებ უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმების განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის პერიოდისთვის ოსტინმა თავისი უფლებამოსილება მოადგილე კეტლინ ჰიქსს გადასცა.

ლოიდ ოსტინს 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 22 დეკემბერს მას ზოგადი ანესთეზიით სიმსივნე ამოუღეს და შემდეგ გაწერეს.

თუმცა, 2024 წლის 1-ელ იანვარს, გართულებების გამო, ის ისევ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას საშარდე გზების ინფექცია დაუდგინეს.

23 იანვარს ოსტინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა, როდესაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები