საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს.
მისი თქმით, კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო.