ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი სიორაძე პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მისი მოადგილე, გიორგი სიორიძე პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
კომისიის მოადგილის მხრიდან ხდება თავის თავის მსხვერპლად წარმოჩენა.
„ამასთანავე ვხედავთ იმას, რომ ის პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის და არა თუ ვერ გამოვიდა ამდენი წლის განმავლობაში, არამედ ისიც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის მან მისსავე პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრის პოზიცია დაიკავა.
რომელ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.