გიორგი კალანდარიშვილი: სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრესი და საპირწონედ მადისკრედიტებელ ცრუ ნარატივებს ვისმენთ
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრესი და საპირწონედ მადისკრედიტებელი ცრუ ნარატივები ვრცელდება.
“ტრანსფორმაცია, წინ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ საპირწონედ ყოველთვის ვისმენთ მადისკრედიტებელ ცრუ და უსაფუძვლო ნარატივებს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე საქმიანობას, ღიაობას, მნიშვნელოვან აქტივობებს, გადაიფაროს. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს.
როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი სხვადასხვა დაინტერესებული მხრიდან ხდება ამ საკითხის იმგვარად გამოყენება, რომ ესეც იმთავითვე გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის, რეპუტაციის დაზიანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესით განვავითარეთ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.